სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020
საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის შედეგად „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“ პროექტის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში საქართველოს სამ პარტნიორ უნივერსიტეტში (თსუ, ისუ, სტუ) განხორციელდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები ელექტრონულ ინჟინერიაში, ქიმიაში (ბიოქიმიის განხრით) და კომპიუტერულ ინჟინერიაში. მომავალში ასევე იგეგმება ბაკალავრის პროგრამების განხორციელება სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში.
პროექტები » ყველას ნახვა