ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-06-19 - 2021-06-19

რადიო პულსარების სხვადასხვა დაკვირვებითი გამოვლინებები და მათი გამოსხივების ერთიანი ბუნების შესახებ

განმახორციელებელი:: თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი

წარმოდგენილი პროექტის მთავარი ამოცანაა სხვადასხვა ტიპის ინტერმიტირებადი რადიო პულსარების დეტალური გამოკვლევა იმისათვის, რომ დავადგინოთ რა მექანიზმები განაპირობებს პულსირებადი გამოსხივების ტრანზიენტული ბუნების მოვლენას. ვვარაუდობ, რომ ეს არაორდინარული წყაროები წარმოადგენენ „ნორმალურ“ რადიო პულსარებს და მათი გამოსხივების ინტერმიტირების ერთადერთი მიზეზი არის არა განსაკუთრებული გამოსხივების გენერაციის მექანიზმი, არამედ უფრო სპეციფიური პლაზმური პროცესი, რომელიც ზეგავლენას ახდენს გამოსხივების დეტექტირებადობის რეგულარულ ხასიათზე.

დაგეგმილი კვლევის განხორციელება პირველ რიგში მოგვცემს ახალ თეორიულ მოდელს, რომელიც ბუნებრივად უნდა ხსნიდეს პულსარების ინტერმიტირებადი რადიო გამოსხივების დღემდე გაუგებარ თვისებებს. ეს საკითხი დღესდღეობით წარმოადგენს აქტიური თეორიული და დაკვირვებითი კვლევის საგანს და რეალური მექანიზმი რომელიც შეძლებდა დაკვირვებების სრულყოფილ ახსნას ჯერ კიდევ არ არსებობს. იმ შემთხვევაში თუ შევძლებთ ვაჩვენოთ, რომ ეს არაორდინარული წყაროები სინამდვილეში წარმოადგენენ ჩვეულებრივ რადიო პულსარებს, რომელთა გამოსხივების სპორადიულობა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ გამოსხივების მიმართულების ცვლილების გამომწვევი პლაზმური პროცესებით, ეს იქნებოდა პულსარების ერთიანი თეორიის შემუშავებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ერთიანი მოდელის პოვნა უკვე მრავალი წელია წარმოადგენს ერთ-ერთ აქტუალურ ამოცანას პულსარების ფიზიკაში. კვლევისას ბევრი სხავადასხვა ობიექტი და მათი დაკვირვებითი მონაცემები იქნება შესწავლილი, რამაც შესაძლოა თავისთავად მიგვიყვანოს პულსარების საინტერესო თვისებების ახალ აღმოჩენებამდე.

პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი მაჩაბელი


პროექტები » ყველას ნახვა