
საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა განათლება (ESTA)
პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს უნივერსიტეტის პერსონალის სამეცნიერო განათლებას, მათ მომზადებას, მიიღოს და გამოიყენოს ევროკომისიის ქვეყნების გამოცდილება ამ მიმართულებით, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ისეთ თემებზე როგორიცაა „ სამეცნიერო განათლება ყველასთვის “ და „ჰეტეროგენიულობა და მრავალფეროვნება სამეცნიერო განათლებაში".
ევროკავშირის ანგარიში სამეცნიერო განათლების შესახებ პასუხისმგებელი მოქალაქეობისთვის და პარიზის დეკლარაცია გვირჩევს, რომ განათლება მივცეთ ყველა სტუდენტს უკეთესი მომავლისთვის. საქართველოში, ფილიპინებსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს მეცნიერებისთვის საჭირო ძირითად მოთხოვნებს. სამეცნიერო მუშაობის საერთაშორისო შეფასებებში სამივე ქვეყანამ ძალიან დაბალი ქულა დააგროვა. საქართველოში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ფილიპინებში სამეცნიერო განათლებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნების ენებისა და კულტურის სიმრავლეა. მაშინ, როცა საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას განათლების სისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა საბჭოთა კავშირის დაცემის და შემდგომი კონფლიქტების შემდეგ, კოლონიალიზმმა თავისი კვალი დატოვა ფილიპინების საგანმანათლებლო სისტემაზე. სამეცნიერო განათლება სამივე ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური და ეთნიკური განსხვავებების ფონზე, რაც გამოიხატება ენობრივ არაერთგვაროვნებასა და კულტურულ მრავალფეროვნებაში.
პროექტები » ყველას ნახვა