
SALiS - Tempus პროექტი
SALiS – მეცნიერების აქტიური სწავლება სტუდენტებისთვის - გეგმავს დაარღვიოს მეცნიერების სწავლების ცენტრალიზებული და მასწავლებელზე ორიენტირებული პარადიგმა, რადგან ეს მიდგომა ჯერ კიდევ დომინანტურია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ეროვნული რეფორმები, მაგ., საქართველოში მკვიდრდება უფრო აქტიური და პრობლემაზე დაფუძნებული საბუნებისმეტყველო განათლება სტუდენტთა პრაქტიკული და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ლაბორატორიაში ჩართვით. სამწუხაროდ, სასწავლო გეგმები, სასწავლო მასალები და მასწავლებელთა მომზადების საშუალებები არ არის საკმარისად შემუშავებული, რათა შესაძლებელი გახდეს რეფორმის განხორციელება სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო ქსელის ფარგლებში და დაფინანსებული TEMPUS-ის პროგრამის მიერ, ექვსი ქვეყნიდან ათი პარტნიორი ცდილობს განაახლოს მასწავლებელთა ტრენინგის შესაბამისი პრაქტიკა როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე შინაარსობრივად.
პროექტები » ყველას ნახვა