ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2022-01-01 - 2025-12-31

ნეიტრალური ქარით სპორადული E(Es) ფენის ფორმირების და ლოკჯალიზაციის თეორია ელექტრული ველის არსებობისას

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მონაწილეთა მიერ ახლახან ნაჩვენები ნეიტრალური ქარის სიჩქარის მიმართულებაზე, სიდიდეზე და ვერტიკალურ წანაცვლებაზე დამოკიდებული საშუალო განედების მეზოპაუზა-ქვედა თერმოსფეროს რეგიონში სპორადული E (Es) ფენის ფორმირებისა და ლოკალიზაციის შესაძლო პროგნოზირების თეორიის განვითარება სამგანზომილებიან შემთხვევაში და შესაბამისი რიცხვითი მოდელის შექმნა. თეორიული მოდელი და შესაბამისი რიცხვითი კოდი მხედველობაში მიიღებს ამ რეგიონის ძირითადი ორკომპონენტიანი მეტალური (Fe+ , Mg+) და მოლეკულური იონური (O2+, NO+) შემადგენლობას და ელექტრული ველის არსებობას. 


პროექტები » ყველას ნახვა