ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2022-01-01 - 2024-12-31

ქართული ტრადიციული მუსიკის სტრუქტურული ელემენტები

ნაშრომში, პირველად ქართულ მუსიკისმცოდნეობაში, გათვალისწინებულია ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის სტრუქტურულ ნაირსახეობათა  კვლევა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით.  
კვლევის ძირითადი აქცენტი მიმართული იქნება ქართული ტრადიციული მუსიკის სტრუქტურისადმი, როგორც ქართული მუსიკალურ-ეთნიკური ენის მთავარი თავისებურებისადმი. ყურადღება გამახვილდება ძირითადად მელოდიურ-რიტმული და ხმათა ურთიერთობის პატერნების ჟანრული და დიალექტური მიმართების საკითხებზე. შეისწავლება სხვა კომპონენტებიც. სტატისტიკური ამგვარი ინფორმაციული მოდელირებისა და სტატისტიკური მეთოდი დაგვეხმარება ქართული მუსიკის ამ საბაზისო მოვლენის გრამატიკულ კანონზომიერებათა დადგენაში.
წლიდან წლამდე სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ქართულ ხალხური სიმღერა და საეკლე¬სიო საგალობელი, აქსიოლოგიური თვალსაზრისით, ქართული კულტურული იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  და რეპრეზენტაბელური ფაქტორია.
ამ ფონზე, ქართულ მუსიკისმცოდნეობაში ქართულ ხალხურ მუსიკაზე შექმნილი მონოგრაფიული ნაშრომები თითზე ჩამოსათვლელია და მათი წილი ქართველოლოგიურ მეცნიერებებში, შეიძლება ითქვას, ამგვარი მნიშვნელობის საკვლევი ობიექტისათვის შეუსაბამოა შეუსაბამოდ მცირეა.
რაც შეეხება ინფორმაციული მოდელირების და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, ქართული ფოლკლორული მუსიკის მიმართებით, რამდენადმე მნიშვნელოვანი კვლევა ჯერ არც ჩატარებულა. არსებულ ნაშრომებში გადმოცემული მოსაზრებები, როდესაც საკითხი სიმრავლეებს ეხება, ძირითადად მკვლევრების გამოცდილებაზეა დაყრდნობილი და არა - ფაქტობრივ მონაცემებზე.  ასე რომ, წინამდებარე პროექტით გათვალისიწინებული ინტერდისციპლინური მეთოდი დაგვიანებული ახალი სიტყვაა ქართულ ეთნომუსიკოლოგიაში.
ამჯერად პროექტის მონაწილეებს, რომელთაგან სამი ეთნომუსიკოლოგია, ხოლო ერთი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი და სტატისტიკოსი, სურთ ამ ხარვეზის შევსება.
პროექტის ბოლო ეტაპზე შედგება ქართული ტრადიციული მუსიკის სტრუქტურულ ერთეულთა ახალი ტიპოლოგიური კლასიფიკაცია (ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კლასიფიკაციის ადრეული ცდები პროექტის ხელძღვანელს ეკუთვნის), რომელიც თავის თავში ახალი ტიპის - ფასეტურ სქემებსაც გაითვა¬ლისწინებს.  ეთნომუსიკოლოგთა და ინფორმატიკოსის მეშვეობით მომზადდება მონაცემთა ბაზის ინტერნეტვერსია. ასევე  ხელმძღვანელის მიერ, სხვა ძირითადი პერსონალის ასისტირებით შემუშავ¬დება ძირითადი სამეცნიერო დასკვნები და ჰიპოთეზები.  მომზადდება პროექტის სამეცნიერო შედეგების ამსახველი ელექტრონული წიგნი.
ასევე  ჩამოვაყალიბებთ ქართული ტრადიციული მრავალ¬ხმიანობის სტრუქტურული ერთეულების ერთიან კლასიფიკაციას, რომელიც ფასეტური პრინციპით აიგება.
კვლევის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელს ექნება კონსულტაცია პროექტის უცხოელ კონსულტანტთან.
წინამდებარე პროექტის დასრულების შემდეგ ქართველოლოგიას, და კერძოდ, ქართულ მუსიკოლოგიას შეემატება ფაქტობრივი მონაცემებით, კვლევის მოწინავე მეთოდებით, მეცნიერული დასკვნებითა და მოსაზრებებით მდიდარი ნაშრომი. ამ თვისებების გამო იგი გარკვეულად საბაზისო ნაშრომად, გაკვალულ გზად წარმოგვიდგება მრავალი სხვა მუსიკოლო¬გიური კვლევისა. ამასთან, ახალი მონაცემებიდან გამომდინარე, იგი ახალ საკვლევ თემებს შეძენს  ქართველ (თუ უცხოელ) ეთნომუსიკოლოგთა კვლევით აქტივობებს. თავად პროექტის ფარგლებში შესრულებული ცალკეული თემებიც სავსებით რელევანტური იქნება საერთაშო¬რისო სამეცნიერო კონფერენციებისა თუ გამოცემებისათვის. 
ამასთან ნაშრომი გააღვიძებს ინტერესს მუსიკოლოგიაში სტატისტიკური თუ სხვა სამეცნიერო დისციპლინების მონაცემთა აქტიური გამოყენებისა. 
მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ქართველოლოგიაში მსგავსი ინტერდისციპლინური კვლევის იშვიათობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროექტი შეძლებს, მიიპყროს  სხვა სამეცნიერო დისციპლინათა წარმომადგენლების ყურადღებაც ამგვარი კვლევის ეფექტურობის მხრივ.
იმედი გვაქვს, ნაშრომი მეტად საჭირო შენაძენი იქნება მუსიკალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული ტრადიციული მუსიკის სალექციო კურსებისთვისაც. მით უმეტეს, რომ მუსიკის თეორეტიკოსთათვის ქართული ტრადიციული მუსიკის (სიმღერა-საგალობლის) შესახებ სახელმძღვანელოები ჯერ არ არსებობს (ერთადერთი სახელმძღვანელო, პროექტის ხელმძღვანელის თანაავტორობით, მხოლოდ კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი). 


პროექტები » ყველას ნახვა