ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი
ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე დაარსდა 2020 წელს. იგი დააარსა პროფესიონალი ლექსიკოგრაფების გუნდმა, რომელთაც მრავალი ლექსიკოგრაფიული და კორპუსული პროექტი აქვთ განხორციელებული.
- ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ხედვა და მისია
ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხედვით, დღევანდელ სამყაროში მოქალაქეებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მათთვის საჭირო მთელს ინფორმაციაზე ენის შესახებ და უნდა შეეძლოთ მისი გამოყენება დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ასაშენებლად, აგრეთვე საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის.
ცენტრის მისია არის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ქართული ენისა და სხვა ენების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ცენტრი ქმნის და იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია შეიქმნას მაღალი ხარისხის ენობრივი მონაცემები ლექსიკოგრაფიისთვის, ელექტრონული კორპუსებისთვის, მანქანური თარგმნისთვის, ხელოვნური ინტელექტისთვის და სხვა ანალოგიური მიზნებისათვის.
ცენტრის მიზნები და ამოცანები
ცენტრის მიზანია:
- საქართველოში ლექსიკოგრაფიის ინტერდისციპლინურ დარგად ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით ფუნდამენტური კვლევების წარმოება თეორიული ლექსიკოგრაფიის სხვადასხვა საკითხებზე;
- ქართულ ლექსიკოგრაფიაში კორპუსული და ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდების ინტენსიურად დანერგვა;
- ხელის შეწყობა ქართული ენის მოქცევისათვის თანამედროვე ტექნოლოგიურ პარადიგმაში, რაც გულისხმობს: ქართული ენის სრულ დიგიტალიზაციას, საერთაშორისო ციფრულ მთარგმნელობით პროდუქტებსა თუ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრაციას, ყველა თანამედროვე დარგსა თუ სფეროში ქართული ენისათვის გამოყენებითი ფუნქციის შენარჩუნებას;
- ხელის შეწყობა მაღალი ხარისხის ორენოვანი ლექსიკოგრაფიული და კორპუსული მასალის შექმნა-დაგროვება-განვითარებისათვის სხვადასხვა ევროპულ ენებთან, აგრეთვე მეზობელი ქვეყნებისა და საქართველოსთან ეკონომიკურად მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნების ენებთან მიმართებით;
- თანამედროვე ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა;
- უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებთან და ცენტრებთან თანამშრომლობის განვითარება;
- ცენტრის ახალგაზრდა თანამშრომლების, დოქტორანტების და სტუდენტების საერთაშორისო პროექტებში ჩართვა.
ცენტრის ამოცანებია:
- ინგლისურ-ქართული/ქართულ-ინგლისური სრულფასოვანი მანქანური თარგმნის პროგრამის შექმნა;
- მანქანური თარგმნის პროექტისათვის დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ინგლისურ-ქართული პარალელური წინადადებების დაგროვება;
- ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიული რესურსების შევსება-განვითარება, მათი მანქანური თარგმნის პროექტში გამოყენების მიზნით;
- ორენოვანი აკადემიური ლექსიკონების პროექტების ინიცირება და განხორციელება ევროპულ ენებთან, მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკურად საქართველოსთან დაკავშირებული ქვეყნების ენებთან მიმართებით;
- ცენტრის მიერ შექმნილი ტერმინოლოგიური ლექსიკონების ერთ ბაზაში გაერთიანება თანამედროვე ტერმინთბანკების მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ტერმინოლოგიური მუშაობის ფართოდ გაშლა უნივერსიტეტში სხვადასხვა დარგების პროფესორებისა და მაგისტრატურა-დოქტორანტურის სტუდენტების აქტიური ჩართულობით. ტერმინოლოგიური მუშაობის წახალისება სხვადასხვა პროფესიულ გაერთიანებებში;
- ხელოვნური ნეირონული ქსელების გამოყენებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური პლატფორმების გაცნობა, შესწავლა და მათი დანერგვა ქართულ ლექსიკოგრაფიაში.„ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ ბაზაზე შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“.
ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრს“ ჰყავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში მოწვეულები არიან ცნობილი უცხოელი მეცნიერები რამდენიმე მიმართულებით: მეტალექსიკოგრაფია, ენობრივი ტექნოლოგიები, პრაქტიკული ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია.
2025
- ს. ჭიღლაძე, თ. მარგალიტაძე. როგორ დავაბალანსოთ რეპრეზენტაციული კორპუსის არარსებობა ქართულ-ინგლისური სასწავლო ლექსიკონის სიტყვანის შესადგენად. Dictionaries: Journal of the Dictionary Society of North America. 46 (2), 377-399. 2025. DOI: https://doi.org/10.1353/dic.2025.a974771
- თ. მარგალიტაძე. ქართული ხუროთმოძღვრული ტერმინოლოგია: საეკლესიო ხუროთმოძღვრული ტერმინების მაგალითზე. ფედრიკა ვეცანი (რედ.). დიგიტალური ტერმინოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის ჟურნალი, ტ. 1, N 1. პადუას უნივერსიტეტი, იტალია. 2025. https://jdtl.padovauniversitypress.it/2025/1/5
- თ. ლალუაშვილი, თ. მარგალიტაძე. ახალი სიტყვების ნახევრადავტომატურ რეჟიმში აღმოჩენის მეთოდი ქართულ ენაში. Lexikos, ტ. 35. 2025. DOI: https://doi.org/10.5788/35-1-2044
- ქ. მჭედლიშვილი. შედარებითი კორპუსები: შედგენის მეთოდები და გამოყენების სფეროები. კადმოსი. 16, 237-253. https://doi.org/10.32859/kadmos/16/237-253
- ს. გელაძე. გადაცდომები ანიმალისტური ფრაზეოლოგიზმების თარგმანში. საენათმეცნიერო ძიებანი XLV1, 2025
- ს. გელაძე. კულტურული ნიშნით მარკირენული ტექსტების ფრანგულ-ქართული კონტრასტული კვლევა. საენათმეცნიერო ძიებანი XLV1, 2025
2024
- Margalitadze, K. Markus. “Cross-Border Collaboration in Teaching Dictionary Skills. Proceedings of the XXI International Congress of EURALEX “Lexicography and Semantics”. Institute of Croatian Language and Linguistics. Cavtat, Croatia, 2024.
- გ. მელაძე. ენობრივი ცვლილების ბუნებისათვის (ქართული ნეოლოგიზმების მაგალითზე). ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში. საერთაშორისო კონფერენციის კრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2024 წ.
- ქ. მჭედლიშვილი. მკითხველისა და მთარგმნელის ცრუ მეგობრები უილიამ შექსპირის პიესებში „მაკბეტი“ და „მეფე ლირი“: ლექსიკოლოგიური და ლექსიკოგრაფიული ასპექტები. ენობრივი ცვლილების ბუნებისათვის (ქართული ნეოლოგიზმების მაგალითზე). ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში. საერთაშორისო კონფერენციის კრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2024 წ.
- ქ. ჭიღლაძე. კოლოკაციები დარგობრივ კონტექსტში: ფინანსური აუდიტის ინგლისურ-ქართული ტერმინოლოგიური ბაზის მოდელირებისთვის. ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში. საერთაშორისო კონფერენციის კრებული. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2024 წ.
2023
- Margalitadze T., Meladze, G. How to Solve Problems in Dictionary Use: The Georgian Case. Lexikos, 33 (2), 2023. [მარგალიტაძე თ., მელაძე გ. როგორ გადავჭრათ პრობლემები ლექსიკონის გამოყენების თვალსაზრისით: ქართული მაგალითი]
- გელაძე ს. ადამიანის სხეულთან დაკავშირებული სიტყვებით შედგენილი ფრაზეოლოგიური გამოთქმების თარგმნისათვის ფრანგულიდან ქართულად. საენათმეცნიერო ძიებანი, XLIV, 2023 წელი.
- თინათინ მარგალიტაძე
- გიორგი მელაძე
- გელა ხუნდაძე
- ნათია კვერნაძე
- მაია დავლიანიძე
ინსტიტუტები » ყველას ნახვა