ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა 2010 წლის 10 სექტემბერს. ინსტიტუტში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები. ინსტიტუტში ხორციელდება მედიცინის სადოქტორო პროგრამა. მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტი მუშაობს ორი – სასწავლო და სამეცნიერო – მიმართულებით.

სასწავლო მიმართულება

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების დოქტორანტებს მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სთავაზობს შემდეგ სასწავლო კურსებს: კლინიკური ეპიდემიოლოგია და ბიოეთიკა, ნევროლოგია, ნეიროფსიქოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, კლინიკური ანატომია, ბიოტექნოლოგია. კურსები ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.
  • ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს ინსტიტუტი სთავაზობს არჩევით სასწავლო კურსს: „პირველი გადაუდებელი დახმარების ზოგადი პრინციპები“.
  • აღნიშნულ სასწავლო კურსებს უძღვებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორები.

სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება

ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი პროექტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ეფედრონული ენცეფალოპათია – მანგანუმური პარკინსონიზმი, მისი სამედიცინო და სოციალური ასპექტები;
  • ღეროვანი უჯრედებისა და ოსტეოპლასტიკური მასალების კომბინირებული გამოყენება ყბა-სახის ტრავმული დაზიანებების დროს;
  • ძვლის ტვინის მეზენქიმიური ღეროვანი უჯრედების სამკურნალო როლი პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს;
  • თავის და სახის მიდამოს ტკივილი და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხსა და შემეცნებით-შფოთვით აშლილობებზე.

პუბლიკაციები

საკონტაქტო ინფორმაცია

ივანე აბიათარი

599 99 39 54

ivane.abiatari@iliauni.edu.ge


ინსტიტუტები » ყველას ნახვა