
ფაგოთერაპიის პერსპექტივები აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა-ს) კურნალობაში, ქართულ პოპულაციაში
ისეთი ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები, როგორიცაა აუტიზმის სპექტრის აშლილობა (ასა),
ხშირად ასოცირდება გასტროინტესტინალურ აშლილობებთან. პრე-კლინიკური კვლევების შედეგები
ცხადყოფს ინტესტინალური ტრაქტსა და ტვინს შორის ურთიერთქმედებას, ე.წ. მიკრობიომ-ნაწლავტვინის ღერძი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ასა-ს ეთიოპათოგენეზში.
ასა-ს სტატისტიკური მონაცემები ვარირებს სხვადასხვა ქვეყანების მიხედვით და მეტწილად
დამოკიდებულია ამა თუ იმ პოპულაციის კვების ტარდიციის თავისებურებებსა და ცხოვრების
წესზე.
მიკრობიომის შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ დარღვეული მიკრობიოტის მიზეზი შესაძლოა
იყოს ე.წ. ვესტერნიზაციის პროცესი.
ასა-ს პირველი, საპილოტე სტატისტიკური კვლევა საქართველოში 2007-2009წ.წ. ჩატარდა, რომლის
თანახმადაც, საქართველოსა და ევროპის სტატისტიკური მონაცემები ერთმანეთთან ძალზედ
მიახლოებული აღმოჩნდა. კვლევა ეფუძნებოდა ასა-ს სადიაგნოსტიკო ტესტებისა და კითხვარების
პასუხების შედეგებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნაწლავური მიკრობიოტის ნაირსახეობისა და
კონკრეტული სახეობის ბაქტერიების გავლენა ასა-ს განვითარებაზე ქართველ ბავშვებში არასოდეს
შეუსწავლიათ.
ლიტერატურული მონაცემების თანახმად, C. difficile აღნიშნულ დარღვევათა მთავარ გამომწვევად
არის აღიარებული. აუტიზმის მქონე ბავშვები 3,5-ჯერ მეტად არიან მიდრეკილნი დიარეისა და
ყაბზობისადმი, ვიდრე მათი ასაკის, ტიპიური განვითარების ბავშვები. კლოსტდრიდიებთან
საბრძოლველად შემოთავაზებულია პერორალური ანტიბიოტიკი - ვანკომიცინი. მიუხედავად იმისა,
2 | დანართი №3. საპროექტო წინადადება
რომ აღწერილია აღნიშნული ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანმოკლე დადებითი ეფექტები, მისი
ხანგრძლივად გამოყენება, ბაქტერიათა მულტირეზისტენტობის განვითარების მაღალი რისკის
გათვალისწინებით, რეკომენდირებული არ არის.
ასა-ს ზუსტი ეტიოლოგიისა და პათოგენეზის დადგენა ძალზედ რთულია და შესაბამისად, ეფექტური
მკურნალობის მეთოდოლოგიებიც ლიმიტირებულია.
ბაქტერიული ინფექციების ბაქტერიოფაგებით (იგივე ფაგებით) მკურნალობა წარმოადგენს
ანტიბიოტიკოთერაპიის ალტერნატიულ მეთოდს. მკურნალობის მოცემული მიმართულებისადმი
ინტერესი, რომელიც საქართველოში უკვე 1930 წლიდან გამოიყენება, მზარდია მთელს მსოფლიოში.
ჩვენი მოსაზრებით, ფაგოთერაპია, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას, ასა-ს სავარაუდო
გამომწვევი სპეციფიური ბაქტერიების - Clostridium-ის შტამების საწინააღმდეგოდ, როგორც
ანტიბიოტიკოთერაპიის მკურნალობის ალტერნატივა.
პროექტის მიზანია აუტიზმის მქონე ქართველი ბავშვების ნაწლავური მიკრობიოტის
მრავალფეროვნების შესწავლა და ფაგოთერაპიული მიდგომის განვითარება, რომლის გამოყენებაც
მოხდება თუნდაც ერთი დომინანტური, ნეიროტოქსკური სახეობის, მაგ. C. difficile -ს
კონტროლისათვის, რაც თავის მხრივ შექმნის საფუძველს შემდგომი კვლევებისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალოდ ფაგოთერაპია ჯერ არასოდეს
ყოფილა გამოყენებული, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მიერ შემოთავაზებული მიდგომის ინოვაციურობას.
პროექტები » ყველას ნახვა