ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრი დაარსდა 2024 წელს. ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის უმთავრესი მიზანია, ანთროპოლოგიური მიმართულებით საერთაშორისო დონის კვლევების წარმოება და კვლევის პროცესის სწავლების ნაწილად ქცევა. ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებთან და სხვადასხვა დარგებთან მჭიდრო თანამშრომლობა იმ საკითხებზე, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებრივ გამოწვევებს პასუხობს.
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების წარმოება
- კვლევის შედეგების გამოქვეყნება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში
- დაფინანსებების მოზიდვა (გრანტები, სხვა)
- კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობა
- ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა
კვლევითი პროექტების დაგეგმვისას, ცენტრი ზრუნავს კვლევისა და სწავლის კავშირის გაძლიერებაზე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. აგრეთვე, ცენტრისთვის მნიშვნელოვანია საბაკალავრო დონეზე ინტერესის გაღვიძება და სტუდენტების მოზიდვა პოსტ–საბაკალავრო საფეხურებზე.
ცენტრის ფარგლებში არსებობს მუდმივმოქმედი კვლევითი სემინარების სერია 2015 წლიდან, რომელიც ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამასთან თანამშრომლობით იმართება.
ცენტრს არ აქვს დაფინანსება უნივერსიტეტისგან. ცენტრი შეეცდება დამატებითი საქმიანობისთვის აუცილებელი დაფინანსების მოპოვებას.
იხ. ბმული: https://anthro.iliauni.edu.ge/publikatsiebi/
ცენტრის დირექტორი
-
საკონტაქტო ინფორმაცია: ketevan_
gurchiani@iliauni.edu.ge
ცენტრის წევრები
ცენტრის დამფუძნებელი წევრები არიან ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის მიმართულების ხუთი პროფესორი და ასისტენტ–პროფესორი:
ცენტრის აფილირებული წევრები
-
ლაურა მაფიცოლი
-
თინათინ ხომერიკი
-
ალექსანდრე ქავთარაძე
ცენტრის დირექტორი
-
საკონტაქტო ინფორმაცია: ketevan_
https://anthro.iliauni.edu.gegurchiani@iliauni.edu.ge
ინსტიტუტები » ყველას ნახვა