ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2021-12-31 - 2025-12-30

მიოინოზიტოლი და ეპილეპტოგენეზის პრევენცია: ფარმაკოლოგია, ელექტროფიზიოლოგია და მოლეკულური ბიოლოგია

განმახორციელებელი:: ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

ეპილეფსია ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ თავის ტვინის დაავადებას წარმოდგენს რომელსაც ვხვდებით პოპულაციის დაახლოებით 1%-ში. იგი ხასიათდება განმეორებადი, როგორც წესი არაპროვოცირებული კრუნჩხვებით და დაკავშირებულია კოგნიტიურ და სოციო-ფსიქოლოგიურ დარღვევებთან. თანამედროვე ეპილეფსიის თერაპია მიმართულია სიმპტომების ჩახშობაზე და არა ავადმყოფობის მიზეზის ამოფხვრაზე. პაციენტების ერთი მესამედი არის რეფრაქტორული არსებული ანტიეპილეპტური წამლების მიმართ. ეპილიეპტოგენეზი არის პათოფიზიოლოგიური პროცესი რომლის შედეგად ნორმალური ტვინი გადადის ეპილეფსიურ მდგომარეობაში. არ არსებობს დამტკიცებული და სანდო მკურნალობა ეპილეპტოგენეზის და მასთან დაკავშირებული კოგნიტიური ფუნქციების, კერძოდ მეხსიერების, დაკნინების წინაამღდეგ. ამრიგად, უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი წამლების გამოვლენა რომელთაც უნარი აქვთ შეასუსტოს ან შეაჩეროს ეპილეპტოგენეზის პროცესი. ბოლო წლებში მიოინოზიტოლი (მი) გამოვლენილია როგორც იმედის მომცემი ანტიეპილეპტოგენური ნივთიერება. კერძოდ, ჩვენ ლაბორატორიაში იყო ნაჩვენები რომ კაინის მჟავის (კმ) ეპილეფსიის მოდელის ვირთაგვების დამუშავება მი-ის ზღურბლოვანი დოზით, რომელიც გამოვლენილი იყო კონვულსიების ინჰიბირების ექსპერიმენტებში, აკნინებს ეპილეპტოგენეზთან დაკავშირებულ ზოგიერთ მოლეკულურ პროცესებს და ქცევით სპონტანურ განმეორებით კრუნჩხვებს (სგკ). ახლახან, მსგავსი ექსპერიმენტების  სერიაში, ჩვენ მოვახდინეთ დემონსტრირება რომ ვირთაგვების დამუშავება იმავე ზღურბლოვანი მი-ს დოზით ამცირებს ეპილეპტოგენეზით გამოწვეული ელექტროგრაფულ სგკ-ს რაოდენობას, სიხშირეს და ხანგრძლივობას ჰიპოკამპში არა მარტო მი-თი დამუშავების დროს არამედ მისი ინექციის დამთავრების 4 კვირის შემდეგაც. აღნიშნული ელექტროგრაფული სგკ-ს დაკლება დაკავშირებული იყო სივრცითი მეხსირების გაუარესების შემცირებასთან და სგკ-ს შემსუბუქებასთან. წარმოდგენილი პროექტით ჩვენ გვინდა გავარღმავოთ არსებული  კვლევის მიმართულება და სისტემატურად შევისწავლოთ მი-ის სხვადასხვა კონცენტრაციების მოქმედება ეპილეპტოგენეზზე მოლეკულურ, უჯრედულ და ქცევით დონეებზე. ამრიგად, ჩვენი მიზნია შევისწავლოთ მი-ს სამი კონცენტრაციის, რომელიც იცვლება ზღურბლოვანიდან ახლო მაქსიმუმამდე, ზეგავლენა ეპილეპტოგენეზით გამოწვეულ 1) ქცევით სგკ-ზე  2) სივრცითი მეხსირების და დასწავლის დაკნინებაზე მორისის წყლის აუზის ტესტში 3) ელექტროგრაფულ სგკ-ზე ჰიპოკამპში 4) ეპიგენეტიკურ და ტრანსკრიპტომულ ცვლილებებზე ჰიპოკამპში კმ ეპილეფსიის მოდელის ვირთაგვებში. ჩვენ მოველით რომ მოცემული პროექტი გამოავლენს მი-ს ოპტიმალურ კონცენტრაციას რომელიც დიდი ეფექტურობით ხასიათება ეპილეპტოგენეზის წინაამღდეგ მისი გამოვლინებების  სხვადახვა დონეზე. ამრიგად, ჩვენი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მი-ს თერაპიული გამოყენების ტრანსლეაციურ საქმეში კლინიკაში.


პროექტები » ყველას ნახვა