ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    მიმდინარე
2021-12-31 - 2025-12-30

თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)

პროექტით გათვალისწინებულია მე-19 ს.-20-ს-ის დასაწყისის თბილისში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური თემების სხვადასხვა სახის აქტივობების, ქალაქში მათი თანაცხოვრების და ერთმანეთთან ურთიერთობების შესწავლა.
პროექტის მიზანს შეადგენს თითოეული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის სხვადასხვა სახის (ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო) აქტივობების შესახებ მასალების მოძიება, დამუშავება და ერთიან ჩარჩოში მოქცევა. ცალკეული ეთნიკური თემების ესა თუ ის აქტივობა ნაწილობრივ შესწავლილია, თუმცა ერთიანად ამგვარი სამუშაო არ განხორციელებულა და ეს უდავოდ სამეცნიერო სიახლეს წარმოადგენს. პროექტი უპირველესად სწორედ იმ სხვადასხვა ტიპის წყაროების (მოგზაურთა თხზულებები, საარქივო დოკუმენტები და ა.შ.) მოძიებას და დამუშავებას ისახავს მიზნად, რომლებიც დღემდე შეუსწავლელია. ამგვარი სამუშაოს განხორციელება კი, პროექტის წარმომდგენთა ღრმა რწმენით, როგორც პროფესიონალი მკვლევრებისთვის, ისე ამ საკითხებით  დაინტერესებული საზოგადოებისთვის უდავოდ ფასეული შენაძენი იქნება. ბუნებრივია, კვლევის დროს ასევე დამუშავდება უკვე გამოქვეყნებული თხზულებები თუ სხვა ტიპის მასალები. ამგვარად განხორციელებული ამ პერიოდის საქართველოს დედაქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და აღმსარებლობის თემების კომპლექსური შესწავლა, დღევანდელობის გადმოსახედიდან გამომდინარე, უაღრესად აქტუალურია. კვლევის ინტერდისციპლინარულ ხასიათს განაპირობებს აღნიშნული თემების მოღვაწეობის, მათი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების შესწავლა. წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული ამგვარი მასშტაბური კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდება.


პროექტები » ყველას ნახვა