ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2020-12-31 - 2023-12-30

გიორგი მთაწმინდელის რეცენზიის მათეს სახარების ანოტირებული ელექტრონული პარალელური კორპუსული გამოცემა

განმახორციელებელი:: ეკა კვირკველია

პროექტის მიზანს წარმოადგენს გიორგი მთაწმინდელის რეცენზიის მათეს სახარების პარალელური ელექტრონული გამოცემის მომზადება შუალედური ეტაპის ამსახველი (Iviron.Geo.62-ის ქვედა ფენის ტექსტი, ალავერდის ოთხთავი, იენაშის ოთხთავი), საბოლოო რეცენზიის (Iviron.Geo.62-ის ზედა ფენის ტექსტი), ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი იოანე ოქროპირის მათეს სახარების განმარტებაში დაცული სახარების ტექსტის (Iviron.Geo.13, Iviron.Geo.4, Iviron.Geo.10), ასევე, ბიზანტიური ტიპის ბერძნული და ინგლისური ტექსტის მიხედვით. 


პროექტები » ყველას ნახვა