ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-02-28 - 2019-02-28

სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე

განმახორციელებელი:: ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

ლინგვისტური კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე-2“ წარმოადგენს შემდგომ ნაბიჯს უახლესი
საენათმეცნიერო მეთოდოლოგიების ქართველოლოგიურ კვლევებში დანერგვისათვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში
უცხოელ ქართველოლოგთა ინიციატივით წამოწყებული შეხვედრებისა და სასწავლო კურსების სერია „სამხრეთ
კავკასიური ცარცის წრე“ უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარ პლატფორმად, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს:
საქართველოში წარმოებული ქართველოლოგიური კვლევების უახლეს მეთოდოლოგიურ ჩარჩოში მოქცევა; უცხოეთის
უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მიმდინარე კვლევებში ქართველოლოგიური მასალის ჩართვა; მდიდარი
ქართველოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის რეაქტუალიზაცია დარგის ახალი მეთოდების კონტექსტში; ქართველ
ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვა საერთაშორისო კვლევებში; უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა შორის ქართველური
ენების, როგორც მდიდარი საკვლევი მასალის პოპულარიზება.
პლატფორმა ქმნის საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში ქართველოლოგიის, როგორც
ლინგვისტური მიმართულების განვითარებისათვის აუცილებელ თანამშრომლობის სივრცეს; უცხოელ კოლეგებთან
მჭიდრო თანამშრომლობა კი (თანაავტორობისა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის გზით) იძლევა აქამდე არარსებული
სასწავლო კურსებისა (გენერატიული გრამატიკა, ფორმალური სემანტიკა) და კვლევითი მიმართულებების (პირველი ენის
ათვისება, L1) განვითარების რეალურ წინაპირობას. 


პროექტები » ყველას ნახვა