
ახალგაზრდა მკვლევარების კარიერული განვითარების ძირითადი გამოწვევები, საუკეთესო პრაქტიკა სამომავლო გზები.
პროექტი მოიცავს ფართომასშტაბიანი სამეცნიერო საშუამავლო ღონისძიების ორგანიზებას საქართველოში.
საშუამავლო მულტიდისციპლინური ღონისძიება ჩატარდება 2018 წლის 3-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში (თბილისი, საქართველო). საშუამავლო ღონისძიება მოიაზრება, როგორც ევროკავშირის კვლევისა
და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020” მოსამზადებელი პროცესის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი.
კერძოდ, ის ემსახურება მარია სკლადოვსკაია-კიურის პროგრამის „ინოვაციური ტრენინგ ქსელისთვის” (MARIE
SKŁODOWSKA-CURIE INNOVATIVE TRAINING NETWORKS -H2020-MSCA-ITN-2019 within the Horizon 2020 Work
Programme 2018-2020) საპროექტო წინადადებების მომზადებას.
საშუამავლო ღონისძიება გულისხმობს სამდღიანი სემინარს, სადაც ქართველი და საერთაშორისო პარტნიორები
განიხილავენ ახალგაზრდა მკვლევარების სამომავლო პროფესიული განვითარების გზებს, არსებულ პრობლემებს
და ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ საექსპერტო ცოდნასა და გამოცდილებას. ღონისძიებაში მონაწილეობას
მიიღებენ სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კვლევითი ორგანიზაციების და რელევანტური კერძო და საჯარო
სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ, ან შეიძლება მომავალში ჰქონდეთ შეხება სხვადასხვა
დისციპილინის წარმომადგენელ ახალგაზრდა მკვლევართა აკადემიურ და არა აკადემიურ საქმიანობასთან:
უნივერსიტეტები, კერძო სექტორის დამსაქმებლები, სამეცნიერო ფონდები, საჯარო სექტორის სხვა
წარმომადგენლები. თანამონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლების და მოწვეული სტუმრების გარდა
ღონისძიება ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სამდღიანი სემინარი სამ ეტაპად ჩატარდება. სემინარის პირველ დღეს მომხსენებლები განიხილავენ ევროპაში
მოღვაწე დოქტორანტების და ახალგაზრდა მკველვარების საქმიანობაში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და
სადოქტორო საფეხურის განათლების ძირითად გამოწვევებს. საშუამავლო ღონისძიების მეორე დღე დაეთმობა
არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებელ სამომავლო გზების დასახვას. ღონისძიების ბოლო, მესამე დღე
დაეთმობა კონკრეტულად „ჰორიზონტი 2020” მარია სკლადოვსკაია-კიურის პროგრამის „ინოვაციური ტრენინგ
ქსელისთვის” საპროექტო წინადადებებისთვის იდეების განხილვას და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
თანამონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლები წერილობით და ზეპირი მოხსენების სახით მიიღებენ
მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. მათი მოხსენებები ზემოთ ჩამოთვლილი თემატიკაზე იქნება. ნაშრომების
კრებული გამოქვეყნდება ღონისძიების ვებ-გვერდზე. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, მათაც ექნებათ
საშუალება სიტყვიერად (და წერილობით) მიიღონ მონაწილეობა და/ან ჩაერთნონ თემატურ დისკუსიებში.
პროექტები » ყველას ნახვა