ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

ბიზნესის კვლევების ცენტრი

ბიზნესის სკოლის ბიზნესის კვლევების ცენტრის მიზანია

  • ბიზნესის სფეროში არსებული აქტუალური/კრიტიკული საკითხების/ახალი ტენდენციების/ პრობლემების/გამოწვევების ემპირიული შესწავლა/ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციების (პრობლემების გადაჭრის ეფექტური და ინოვაციური გზების) შემუშავება;
  • ორგანიზაციებისთვის (ბიზნესის, სამთავრობო, არასამთავრობო) კვლევითი და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება;
  • ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე კონფერენციების, ფორუმების, საჯარო დისკუსიებისა და სემინარების გამართვა;
  • საქართველოს ბაზარზე არსებულ ბიზნესორგანიზაციებზე ქეისების შემუშავება;
  • თეორიის პრაქტიკასთან დაახლოება, კერძოდ, თეორიის განვითარება და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობის ზრდა;
  • კვლევის შედეგების ინტეგრირება სასწავლო კურსების ფარგლებში;
  • ბიზნეს კვლევებით დაინტერესებულ მკვლევართა ქსელის ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, წამყვან კვლევით ცენტრებთან/კონსორციუმებთან ერთობლივი და/ან შედარებითი კვლევითი პროექტების განხორციელება.
     

კვლევითი ცენტრის ამოცანებია

  • ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების უშუალო მონაწილეობით კვლევითი საქმიანობის განვითარება, ხელშეწყობა და კვლევითი მიმართულებების დივერსიფიკაცია;
  • სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების კვლევით საქმიანობაში ჩართვის წახალისება;
  • ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია;
  • კვლევითი პრეზენტაციების, სემინარებისა და განხილვების ორგანიზება ბიზნესის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე;
  • კვლევის შედეგებზე დაფუძნებული პუბლიკაციების მომზადება საერთაშორისო კონფერენციებისა და რეფერირებადი ჟურნალებისთვის;
  • ცენტრის საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით ადგილობრივ ჟურნალებსა თუ მედიაში აქტივობა და თემატური ბლოგების მომზადება.

პუბლიკაციები:  

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო პატარაია, ცენტრის ხელმძღვანელი,  ინოვაციური მენეჯმენტის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, E232, თბილისი 0162, საქართველო  


ინსტიტუტები » ყველას ნახვა