ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2018-12-31 - 2019-12-28

ფუნქციური რეგიონები და მათი კონკურენტული უპირატესობა კახეთის რეგიონში

განმახორციელებელი:: ბიზნესის კვლევების ცენტრი

კახეთის რეგიონში ჩატარებული კვლევის მიზანია კახეთში ფუნქციური რეგიონების (ფრ) გამოვლენა და თითოეულ მათგანში ყველაზე კონკურენტული ქვესექტორის ანალიზი. ფუნქციურ რეგიონს განსაზღვრავენ, როგორც სივრცით შეკავშირებულ რეგიონს, სადაც აგრეგირებული მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს ხვდება. მრავალი ევროპული ქვეყნის მსგავსად, სოციოეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ფუნქციური რეგიონების მნიშვნელობა უკვე საქართველოშიც ჰპოვებს აღიარებას. აღნიშნული კვლევა სწორედ ფუნქციური რეგიონების საკითხის მიმართ მზარდი ინტერესისა და აღიარების შედეგია.
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა და რუკაზე იქნა დატანილი კახეთის მხარეში არსებული  ფუნქციური რეგიონები და თითოეულ ფრ-ში განხორციელდა კონკურენტუნარიანი სექტორების შესწავლა. კვლევის ფარგლებში განხორციელდა კონკურენტუნარიანი ქვესექტორების კონკურენტული უპირატესობების, მათი საჭიროებებისა და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების შესწავლა. ასევე, ქვესექტორების განვითარების მიზნით, მომზადდა რეკომენდაციები როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მთავრობისათვის, რათა მოხდეს აღნიშნული ქვესექტორების ხელშეწყობისა და წახალისების მექანიზმებების შემუშავება.


პროექტები » ყველას ნახვა