ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2019-03-01 - 2022-03-01

დოკუმენტები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში

პროექტით გათვალისწინებულია ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში საქართველოს შესახებ
არსებული მასალების მოძიება, კლასიფიცირება, თარგმნა და სამეცნიერო შესწავლა.
დადასტურებული ინფორმაციით, ირანის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცულია საქართველოსთან
დაკავშირებული მრავალი უცნობი დოკუმენტი, რომელთა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა
უდავოდ გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას საქართველოს ისტორიულ წარსულისა და ირანთან მისი
ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
დღეს შექმნილია უნიკალური შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ მასალების მოპოვება და სამეცნიერო
შესწავლა. ეს შესაძლებლობა შეიქმნა გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის
თანამშრომელთა მჭიდრო კავშირებით ირანის ბიბლიოთეკებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, ირანის
ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით და წარმოდგენილი
პროექტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ნახუცრიშვილის ხანგრძლივვადიანი მოღვაწეობით მრჩევლის
რანგში საქართველოს საელჩოში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
პროექტის განსახორციელებლად დამყარებულია კავშირები ირანის სხვადასხვა არქივებთან და
ბიბლიოთეკებთან - გოლესთანის სასახლე-მუზეუმი, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს
კვლევითი ცენტრის არქივი, ირანის სახელმწიფო არქივი და ბიბლიოთეკა, თეირანისა, ისფაჰანის და
გილანის უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, ყუმის აიათოლა მარაშის ბიბლიოთეკა და სხვ. - სადაც,
ამ ორგანიზაციების თანამშრომელთაგან მიღებული ინფორმაციით, ინახება სხვადასხვა ტიპის
მასალები საქართველოს შესახებ. ირანში გამოცემულია საარქივო დოკუმენტების რამდენიმე
კრებული, სადაც დადასტურებული ინფორმაციით, ასევე შესულია საქართველოსთან
1 | დანართი №3. საპროექტოწინადადება
დაკავშირებული დოკუმენტები. ამ სამუშაოს განხორციელებაში დაგვეხმარება პროექტის
კონსულტანტი დოქტ. გუდარზ რაშთიანი, ასევე ადგილზე დაქირავებული დამხმარე სპეციალისტი.
პროექტის განხორციელების შედეგად, შესწავლილი და თარგმნილი (ქართულ და ინგლისურ
ენებზე) იქნება ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული სამეცნიერო საზოგადოებისთვის
დღემდე უცნობი დოკუმენტები (ძირითადად სპარსულენოვანი, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული
ინფორმაციით, ასევე ევროპულ და რუსულ ენებზე. არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩნდება
დოკუმენტები ქართულ ენაზეც). პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც,
რომ მოპოვებული მასალები ითარგმნება არა მხოლოდ ქართულად, არამედ ინგლისურადაც
სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევით. შესაბამისად, ამ სახით გამოცემული კრებული
ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ ეპოქით და ირან-საქართველოს
ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებით დაინტერესებული უცხოელი მეცნიერებისთვის. როგორც
ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებს, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, შესაძლებლობა
მიეცემათ ერთი მხრივ, ახალი მასალებით გაამდიდრონ საკუთარი კვლევები, ხოლო მეორე მხრივ,
წამოიწყონ ახალი კვლევები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით


პროექტები » ყველას ნახვა