
"ნეირომეცნიერების მიღწევები - მულტიდისციპლინარული ღონისძიება
წარმოდგენილი კომბინირებლი ღონისძიება ფოკუსირებულია მულტიდისციპლინარულ, სიღრმისეულ
მიდგომაზე ნეირომეცნიერების სფეროში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. ღონისძიება ისეა
ორგანიზებული, რომ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ როგორც საზაფხულო სკოლაში, ისე კონფერენციიის
მსვლელობაში, და ასევე მაღალკვალიფიცურ ლექტორ/მომხსენებლებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების
საშუალება ექნებათ. ღონისძიების განმავლობაში ბევრი ინოვაციური სასწავლო აქტიობა, ტრენინგ-სესია,
პრაქტიკული მეცადინეობა, საკითხზე ფოკუსირებული დებატი და ნეირომეცნიერების სფეროში არსებული
მიღწევების განხილვა არის გათვალისწინებული. ჩვენ გვჯერა, რომ დაბალანსებული აქტიობები სტუდენტებს
დაეხმარება ნეირომეცნიერების ძირითადი სფეროების ინტეგრაციულ გაგებაში, და ეს მათ მისცემს სფეროში
არსებულ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსიის ღირებულ გამოცდილებას, ასევე ხელს შეუწყობს
კონცეფციებისა და იდეების სინთეზისა და ინტეგრაციისათვის შესაძლებლობების შემუშავებას, კრიტიკული
აზროვნების განვითარებას, ნეირომეცნიერების თანამედროვე მეთოდების შესწავლას, და რაც მთავარია, იმ
ძირითადი უნარების შესწავლა/გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელია საპროექტო წინადადებებისა და
სამეცნიერო სტატიების მოსამზადებლად. შემოთავაზებული ღონისძიების მნიშვნელოვანი მიდგომაა
მაგისტრების, დოქტორანტების/პოსტდოკების ჩართულობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან და მათთვის
მჭიდრო კავშირების დამყარების, ნეირომეცნიერების მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო და სასწავლო აქტიობებში
ჩართულობის, თანამედროვე ნეირომეცნიერების მეთოდების გაცნობის, წერითი უნარების გაუმჯობესების
(სამეცნიერო პროექტები, სამეცნიერო სტატიები) შესაძლებლობის მიცემა, რითაც განივითარებენ აკადემიურ
ცოდნასა და კვლევით უნარებს. ყველა ლექტორ/მომხსენებელი (როგორც ბაზისურიდან, ისე კლინიკური
მეცნიერებებიდან) არის საკმაოდ ცნობილი მეცნიერი/გამოცდილი პედაგოგი, ილიას უნივერსიტეტის სხვადასხვა
განყოფილებებიდან და ამერიკისა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. მათ აქვთ ყველა აუცილებელი
წინაპირობა სტუდენტების - თანამდეროვე ნეირომეცნიერების სფეროს ახალი თაობის, შთაგონებისათვის.
ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი სამეცნიერო შესაძლებლობა იქნება ლექტორ/მომხსენებლებისათვის, სფეროში
მიმდინარე უახლესი მიღწევების განხილვის თვალსაზრისით, სამეცნიერო იდეების გაზიარების მხრივ და
მომავალი თანამშრომლობისათვის შესაძლო ეტაპების დაგეგმვა/განსაზღვრისათვის. ღონისძიებაში
მონაწილეობას მიიღებს ევროპის ბიოქიმიის საზოგადოებების ფედერაციის (FEBS) განათლების კომიტეტის
თავმჯდომარე -ფერჰან გირგინ საგინი, რომელიც ქართველ კოლეგებსა და სტუდენტებს გააცნობს FEBS-ის
ქსელის შესაძლებლობებს განათლების სფეროს უახლეს ინფორმაციასა და ინიციატივებზე.
მომზადდება კვლევითი მეთოდების პროტოკოლების ნაკრები, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საზაფხულო
სკოლის დროს განსახილველი მეთოდები. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება საერთაშორისო ჟურნალში - The
Journal of Biological Physycs and Chemistry. ის ერთობლივად იბეჭდება თანამედროვე კვლევის ასოციაციისა (AMSIGeorgia) და Collegium Basilea-ს ( შვეიცარია) მიერ. კონფერენციის მასალები ასევე აიტვირთება ჟურნალის ვებგვერდზე http://www.amsi.ge/jbpc, http://www.colbas.org/jbpc.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ (2014) საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სასტუმრო ოაზისში (ჩაქვი) ორგანიზების
წარმატებული გამოცდილება - კარგი ინფრასტრუქტურა პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლექციების
ჩასატარებლად, სტუდენტებსა და მომხსენებლებს შორის ინტერაქციის შესაძლებლობა, გარდა ამისა
რეგიონული სტუდენტების მონაწილეობა დაგეგმილ ღონისძიებაში, ჩვენ საკმაოდ მყარ საფუძველს გვიქმნის
ღონისძიების იმავე ადგილზე ორგანიზებისათვის.
ჩვენ გვჯერა, რომ შემოთავაზებული ღონისძიება იქნება განათლების, ცოდნის გაზიარების, პირადი
ურთიერთობების მდიდარი კომბინაცია და ნეირომეცნიერულ კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის
ინსპირაცია. ამ მოლოდინის წარმატებით განხორციელების რეალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს უცხოელი
მეცნიერების თანხმობის წერილებში ასახული შეფასებებიც
პროექტები » ყველას ნახვა