
ცნობიერების ბუნების კვლევა ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და ნეირომეცნიერების დარგებში, თანამედროვე კვლევების მიმოხილვა და კრიტიკული ანალიზი
რას ნიშნავს, იყო ცნობიერ მდგომარეობაში? როგორ ვიგებთ, აქვს თუ არა ორგანიზმს
ცნობიერება? არის თუ არა ადამიანი ერთადერთი არსება, რომელიც ცნობიერ გამოცდილებას ფლობს?
შესაძლებელია თუ არა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მიაღწიოს ცნობიერების დონეს? საერთოდ, რა
არის ცნობიერება და როგორ უკავშირდება ის თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებს? აღნიშნული
შეკითხვები არასრული ჩამონათვალია იმ საკვანძო საკითხებისა, რომელთა გაგება და კვლევა
ცნობიერების შემსწავლელი მეცნიერებების მთავარი ორიენტირია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მეცნიერებების ფესვები ანტიკური პერიოდიდან მოდის, ის მაინც
შედარებით ახალ და ინტერდისციპლინარულ დარგად ითვლება. ბოლო წლებში ფსიქოლოგიის,
ფილოსოფიისა და ნეირომეცნიერებების კოლაბორაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ
მიმართულებით სამეცნიერო ცოდნის ფორმირებაზე. აღნიშნული წიგნის მიზანს მკითხველისათვის
სწორედ ამ დარგების წიაღში აღმოცენებული იმ მიდგომების, თეორიების, ემპირიული მონაცემებისა
და პრობლემატიკის გაცნობა წარმოადგენს, რაც საშუალებას მისცემს მას, უკეთ გაერკვეს ცნობიერების
იდუმალ ბუნებაში.
პროექტები » ყველას ნახვა