ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
ბავშვის განვითარების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი მრავალპროფილური ინსტიტუტი, ერთ სივრცეში ქმნის განათლების, კვლევისა და ხარისხიანი სერვისის მიღების შესაძლებლობას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში.
ამჟამად კლინიკაში გაერთიანებულია 4 პროგრამა.
ინსტიტუტის მისიაა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობა სერვისების, განათლებისა და კვლევების (მულტი და ინტერდისციპლინარული) გენერირებისა და გამოცდილების გზით.
ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა და მოზარდთა შეფასება და რეაბილიტაცია;
- ადრეული ინტერვენცია, კერძოდ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისებით, რასაც თან ახლავს მშობლის/მეურვის როლის გაძლიერება ბავშვის სხვადასხვა ფუნქციური უნარის განვითარების ხელშეწყობაში;
- სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და შრომითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა განათლების ადრეულ და სხვა საფეხურებზე შესაბამისი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობით;
- სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რაც მოიცავს მოზრდილთა განათლების სხვადასხვა ეტაპის კომპონენტებს – სტუდენტების პრაქტიკას, სპეციალისტების მომზადებას, სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგისა თუ სუპერვიზიის გამოყენებით;
- ინსტიტუტის ცენტრებისა და პროგრამების ბენეფიციარების ინტერესების დაცვა;
- ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სფეროში ახალი მიმართულებების, მეთოდებისა და პრაქტიკის-ქცევით-ემოციური განვითარების პროგრამის, სენსორული თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიისა და ა.შ. კვლევა, მათი გამოყენების პირობებისა და საქართველოში დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა;
- უნივერსიტეტში არსებულ ფაკულტეტებთან, ინსტიტუტებსა და ცენტრებთან თანამშრომლობა საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობაში;
პუბლიკაციები
- ქართულენოვან ბავშვებში ენის ათვისების შესწავლის მეთოდოლოგიური ასპექტები, ნინო ცინცაძე, თეონა დამენია, თამარ კალხიტაშვილი, ნინო დობორჯგინიძე, თინათინ ჭინჭარაული - ნათელა იმედაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2020.
ინსტიტუტის თანამშრომლები
- ნინო ცინცაძე- დირექტორი
- თინათინ ჭინჭარაული
- ნინო გულიაშვილი- მოწვეული სპეციალისტი (მკვლევარი, ქეის მენეჯერი, მენტორი)
- ანა მუშკუდიანი- მოწვეული სპეციალისტი (მკვლევარი)
- ცირა ბარქაია- მოწვეული სპეციალისტი (მკვლევარი, მენტორი)
- თამარ ბაქრაძე- მოწვეული სპეციალისტი (მკვლევარი,ტრენერი)
- ნინო ჯიჯავაძე- მოწვეული სპეციალისტი (მკვლევარი,ტრენერი)
- მაკა ფალავანდიშვილი- მოწვეული სპეციალისტი (მკვლევარი,ტრენერი)
- თამთა კუხალეიშვილი- მკვლევარი
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო ცინცაძე, დირექტორი
ტელ.: 593 34 445 31
Nino.tsintsadze@iliauni.edu.ge
cdi.iliauni.edu.ge
ინსტიტუტები » ყველას ნახვა