ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2020-03-02 - 2023-10-02

მიოინოზიტოლი და პოსტტრავმული ეპილეფსია

განმახორციელებელი:: ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი

ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მსოფლიო
მოსახლეობის დაახლოებით 1%-ში გვხვდება. ანტიეპილეფსიური პრეპარატების სიუხვის
მიუხედავად, პაციენტების მესამედი წამლებისადმი რეზისტენტულია. შესაბამისად, ახალი
ეფექტური ანტიეპილეფსიური პრეპარატის შექმნა, რომელიც არა მარტო სიმპტომებს
გაუმკლავდებოდა, არამედ იმოქმედებდა ეპილეფტოგენეზზე (პროცესი, რომლის დროსაც თავის
ტვინში ერთვება გარდაქმნების კასკადი, რომელიც არაეპილეფსიურ ტვინს ეპილეფსიურად
გარდაქმნის) კვლავ აქტუალურია. ჩვენ წინა კვლევებში ვაჩვენეთ, რომ მიოინოზიტოლი (მი)
წარმოადგენს მცენარე წყალიკრეფიას (გამოიყენებოდა აღმოსავლურ ხალხურ მედიცინაში, როგორც
ანტიეპილეფსიური და ძილის მომგვრელი საშუალება) წყლოვანი ექსტრაქტის ერთ-ერთ აქტიურ
კომპონენტს. მი ამჟღავნებს ანტიეპილეფსიურ მოქმედებას ეპილეფსიის სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ
მოდელზე. კერძოდ, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კაინის მჟავის შეყვანის შემდგომ მი-ით მკურნალობას
ხანგრძლივი კომპენსატორული გავლენა აქვს ეპილეფტოგენეზის სხვადასხვა ბიოქიმიურ,
ჰისტოლოგიურ და ქცევით ასპექტებზე და კრუნჩხვების სიხშირე და ხანგრძლივობა მკურნალობის
შეყვეტის შემდეგაც კი მცირდება. აღნიშნული პრეპარატის ტრანსლაციურ კვლევამდე მიყვანისთვის,
მნიშვნელოვანია ეპილეფსიის უფრო ბუნებრივ ცხოველურ მოდელზე ფოკუსირება, რომელიც
ხასიათდება ცხადი ლატენტური პერიოდით - ტვინის დაზიანებიდან ქრონიკული ეპილეფსიის
ჩამოყალიბებამდე. აღნიშნულისთვის, ყველაზე ხელსაყრელი მოდელია პოსტ-ტრავმული ეპილეფსია
(პტე), რამდენადაც ტვინის ტრავმული დაზიანება (ტტდ) ითვლება შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთ
ყველაზე ხშირ მიზეზად და ტტდ წარმოადგენს იმ დინამიკური პროცესების დასაწყისს, რომელსაც
მივყავართ ეპილეფსიის ჩამოყალიბებამდე. წარმოდგენილ კვლევაში ვაპირებთ გამოვიყენოთ ტტდ-სა
და პტე-ს კონტროლირებული კორტიკალური დაზიანების (კკდ) მოდელი თაგვებში და
გამოვიკვლიოთ ტტდ-ს შემდეგ მიმდინარე თავის ტვინის ფუნქციონირების ცვლილების ქცევითი,
ელექტროფიზიოლოგიური, მორფოლოგიური/ჰისტოლოგიური და მოლეკულური ასპექტები მი-ით
მკურნალობის თანაობისას და მის გარეშე. ჩვენი წინა კვლევები მყარ საფუძველს გვიქმნის ვიფიქროთ,
2 | დანართი №3.
რომ წარმოდგენილი კვლევა მოგვცემს მი-ის ანტიეპილეფტოგენური თვისებების დამატებით
მტკიცებულებებს, რაც შესაძლო საფუძველი გახდება შემდგომი ტრანსლაციური კვლევისთვის და
ახალი ანტიეპილეფტოგენური და ანტიეპილეფსიური პრეპარატის შექმნისთვის. 


პროექტები » ყველას ნახვა