ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2020-03-01 - 2023-11-30

ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით

ქართული სამოსის კვლევას არაერთი ნაშრომი მიეძღვნა, თუმცა მისი ისტორიის შესწავლა
დღემდე მეტად აქტუალურ თემად რჩება. ქართული ტანსაცმლის კვლევა ახლო აღმოსავლეთის
ხალხთა ჩაცმულობის შესახებ არსებული წყაროებისა და დოკუმენტების გათვალისწინების გარეშე
შეუძლებელია, რადგან საუკუნეების მანძილზე ქართველებს ამ ხალხებთან მჭიდრო ურთიერთობა
ჰქონდათ.
XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიური ხდება ირან–საქართველოს ურთიერთობა,
რაც გამოწვეული იყო შემდეგი ფაქტორებით: ბიზანტიის იმპერიასთან მჭიდრო პოლიტიკური და
კულტურული კავშირი გაწყდა მას შემდეგ, რაც 1453 წელს თურქებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და მის
ადგილას ოსმალეთის ძლიერი იმპერია შეიქმნა; XV საუკუნის ბოლოს დაიშალა საქართველოს ერთიანი
მონარქია, რის შედეგადაც რამდენიმე სამეფო და სამთავრო ჩამოყალიბდა. 1555 წელს ოსმალეთმა და
ირანმა ამასიაში დადებული ზავით ქვეყანა ორად გაიყვეს. ამგვარ ვითარებაში უზომოდ გაიზარდა
სპარსეთის კულტურული გავლენა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც ჩაცმულობა გახდა. სწორედ
ამ ფაქტებმა განაპირობა, რომ ამ ხანის ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა ტანსაცმელი და
მორთულობა ძლიერ ირანულ კვალს ატარებდა.
XVI-XVII სს. მეფეთა და დიდგვაროვანთა შესამოსელი ფრესკების მიხედვით მონოგრაფიულად
არავის შეუსწავლია, მით უმეტეს, არავის შეუდარებია ისინი ირანში ამ დროს გავრცელებული
სამოსისთვის. მეცნიერთა ცალკეული კვლევები საკმარისი არაა ამ პერიოდის სრული სურათის
მისაღებად.
ჩვენ მოვიძიეთ მნიშვნელოვანი მასალები დასავლეთ საქართველოში დაცული რამდენიმე
ფრესკის, რომლებზეც ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა ჩაცმულობაში ძლიერი ირანული
ზეგავლენა შეიმჩნევა. ამ ფრესკების დიდი ნაწილი ამ მხრივ არ ყოფილა ნაკვლევი და პირველად ხდება
2 | დანართი №3.
მათი შესწავლა ირანული გავლენის კონტექსტში. კვლევის მიზანია, აღნიშნული მასალების სრული
სისტემატიზაცია, შევსება და შესწავლა.
ჩვენი კვლევის მიზანია, წარმოვადგინოთ დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების
ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე
გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ირანული
გავლენაა ასახული. განხილული იქნება ის ისტორიული გარემო, რაც განაპირობებდა ჩაცმულობაში
ამგვარი ტენდენციის გაძლიერებას. ყურადღება გამახვილდება ტანისამოსის ცალკეულ დეტალებზე და
მათ სიმბოლურ დატვირთვაზე.
ჩვენი მიზანია, ასევე, მათი ამსახველი ვიზუალური ფოტომასალის წარმოდგენა, ჩვენი აზრით,
მნიშვნელოვანია თანამედროვე ეპოქაში ამ ფრესკების დღევანდელი მდგომარეობის ჩვენება. 


პროექტები » ყველას ნახვა