
ეპილეფტოგენეზის პრევენცია, ინოზიტოლების იზომერების მოქმედების სამიზნე ცილები და უჯრედული თერმული ცვლილების პროტეომიკი
ეპილეპსია არის ყველაზე მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რომელიც ადამიანთა პოპულაციის 1%-ში გვხვდება
და მნიშვნელოვანი მცდელობის მიუხედავად ეფექტური სამკურნალო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს.
ეპილეპსია ხასიათდება განმეორებადი სპონტანური კრუნჩხვებით, რომელსაც წინ უსწრებს თავის ტვინში
მიმდინარე რიგი მოლეკულური და სტრუქტურული პათოფიზიოლოგიური რეორგანიზაციები-ამ პროცესს
ეპილეპტოგენეზი ეწოდება.
მკურნალობის ის სტრატეგიები, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული პროცესზე ზემოქმედებას განმეორებადი
სპონტანური კრუნჩხვების პრევენციით ეპილეფსიის დროს ან დაავადების პროგრესირების მოდიფიცირებით,
შესაძლებელია ეფექტური იყოს. ჩვენს ლაბორატორიაში ნანახი იქნა რომ მცენარე Aquilegia vulgaris -ის ექსტრაქტის
შემადგენელი ერთ-ერთი აქტიური კომპონენტი არის მიო-ინოზიტოლი (მი). (ეს მცენარე-გამოიყენება აღმოსავლურ
ხალხურ მედიცინაში როგორც ანტი-ეპილეპსიური და საძილე საშუალება). მი ხასიათდება კრუნჩხვითი აქტივობის
საწინააღმდეგო მოქმედებით ეპილეპსიის სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ მოდელებზე. უფრო მეტიც, ჩვენ ვაჩვენეთ
რომ კაინის მჟავით (კმ) გამოწვეული სტატუს ეპილეპტიკუსის შემდეგ მი-ის შეყვანას ხანგრძლივი კომპესაციური
ეფექტები აქვს ეპილეპტოგენეზის სხვადასხვა ქცევით, ბიოქიმიურ და მორფოლოგიურ ასპექტებზე და სპონტანური
განმეორებად კრუნჩხვით სიხშირესა და ხანგრძლივობას თრგუნავს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. მი-ის
მკურნალობის შემდეგ შესწავლილი ბიოქიმიური ცვლილებები მოიცავს აგრეთვე ნატრიუმ/მიო-ინოზიტოლ
ტრანსპორტერის მომატებული რაოდენობას, რაც უნდა მიუთითებდეს მი-ის უჯრედის შიგნით გაზრდილი
რაოდენობით აკუმულაციაზე.
მი-ის გარდა არსებობს კიდევ ორი ფიზიოლოგიურად აქტიური ინოზიტოლის იზომერი, სცილო-ინოზიტოლი და
დ-ქირო-ინოზიტოლი რომლებიც წარმოიქმნება მი-დან სპეციფიური ეპიმერაზების საშუალებით. ჩვენ
ლაბორატორიაში ჩატარებული წინა კვლევებით ნანახია სცილო-ინოზიტოლის ანტიკონვულსიური მოქმედება.
შესაძლებელია, რომ მი-ის უჯრედის შიგნით მომატებული აკუმულაცია იწვევდეს სცილო ან/და დ-ქირო
ინოზიტოლების დონის მატებას, რომლებიც ასევე შესაძლოა ხასიათდებოდნენ ანტი-ეპილეპტოგენური
თვისებებით.
არ არსებობს მონაცემები ინოზიტოლების მოქმედების უჯრედშიდა სამიზნეებზე. ასევე ჩვენ არ ვიცით,
ინოზიტოლებიდან რომელი უფრო ეფექტური მოქმედებით ხასიათდება, ეპილეპტოგენეზის
შესუსტებასა/პრევენციაზე.
პროექტის მთავარ მიზნებს წარმოადგენს: (i) მიო-ინოზიტოლის, სქილო ინოზიტოლის და D-ქირო-ინოზიტოლის
უჯრედშიდა მოქმედების სამიზნეების იდენტიფიკაცია, ჰიპოკამპის ციტოპლაზმურ ფრაქციაში. ამ მიზნის
შესრულებისათვის გამოვიყენებთ უჯრედული თერმული წანაცვლების მეთოდის მოდიფიცირებულ ვერსიას
ორგანზომილებიან ელექტროფორეზთან ერთად. (ii) მიო-ინოზიტოლის, სქილო ინოზიტოლის და D-ქიროინოზიტოლის მოქმედების ეფექტების შესწავლა ეპილეპტოგენეზის პროცესზე. სპონატანური განმეორებადი
კრუნჩხვების სიხშირისა და ხანგრძლივობის შეფასება განხორციელდება დასწავლისა ეფექტურობისა და
მეხსიერების სიძლიერის შესწავლის პარალელურად. აგრეთვე შევისწავლით ინოზიტოლის იდენტიფიცირებული
სამიზნე ცილების და ეპილეპტოგენეზის მოლეკულური მარკერების ექსპრესიას. მსგავსი ტიპის კვლევები აქამდე
არ ჩატარებულა და ეს მიგვიყვანს ინოზიტოლის ჯგუფის იზომერების ტრანსლაციური კვლევის დონემდე.
პროექტები » ყველას ნახვა