ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2021-03-01 - 2022-03-01

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტოპიკონი

განმახორციელებელი:: ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი

წინამდებარე წიგნი მიზნად ისახავს წარმოადგინოს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს
ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში დაცული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონის (MS.
Georg. d. 2) ნაბეჭდი ტექსტი, რომლის ციფრული დოკუმენტირება მოხდა 2019 წელს. ხელნაწერი
განეკუთვნება ლიტურგიკული ტექსტის, სამონასტრო წესგანგების საბაწმინდურ რედაქციას, რომელიც
ქართულ ტრადიციაში XII საუკუნიდან დამკვიდრდა. ტიპიკონი შეიქმნა პალესტინაში, შემდეგ
ითარგმნა ბერძნულიდან ქართულ, სირიულ და არაბულ ენებზე. ტექსტი მართლმადიდებლური
სამყაროს მონაზვნური ცხოვრების წესის ნაწილს შეადგენს. ხელნაწერის ქართული ვერსიების შესწავლა
XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, თუმცა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონის ტექსტი
არასოდეს იყო გამოქვეყნებული ან აღწერილი გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით.
აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს ლიტურგიკული ტექსტების ისტორიული განვითარების ნაწილს,
ხოლო ნაბეჭდი წიგნი ხელნაწერის დეტალურ აღწერასა და შინაარსს მოიცავს. 


პროექტები » ყველას ნახვა