ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2021-03-01 - 2022-03-01

ირანი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები: განსხვავებული რეალობები, განსხვავებული შესაძლებლობები

ნაშრომის მიზანია სამხრეთ კავკასიის მიმართ ირანის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების
კომპლექსური შესწავლა; იმ ძირითადი მახასიათებლების წარმოჩენა, რაც ზოგადად ახასიათებს
ირანის საგარეო პოლიტიკას; ასევე გარკვევა იმისა, თუ რამდენად ჯდება ირანის თანამედროვე
პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საერთო ჩარჩოებში და რა
თავისებურებებით გამოირჩევა ის ამ შემთხვევაში. ნაშრომში მოკლედაა განხილული ირანისა და
სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიული ურთიერთობები და გამოკვეთილია ისტორიის აღქმასთან
დაკავშირებული პრობლემები; ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური ურთიერთობების
სხვადასხვა ასპექტებზე; სამხრეთ კავკასიაში გარე აქტორების როლის აღქმაზე ირანის მხრიდან;
ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე; ირანისთვის დაწესებული სანქციების გავლენაზე
რეგიონის ქვეყნებთან ირანის ურთიერთობებში; ირანულ დიასპორებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში
და სამხრეთ კავკასიის ხალხებისა - ირანში; სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო-სავაჭრო მნიშვნელობაზე
ირანისთვის; კასპიის ზღვის დემარკაციისთან დაკავშირებულ პრობლემებზე;
ნავთობ/გაზსადენებისათვის ბრძოლაში ირანის ფაქტობრივი მარცხის განმაპირობებელ ფაქტორებზე.
გამოკვეთილია ის განსხვავებული რეალობები და შესაძლებლობები, რაც არსებობს ირანისთვის
რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებში და რაც აიძულებს ირანს აწარმოოს სამხრეთ კავკასიის
ქვეყნებისადმი (და პირიქით) განსხვავებული (ხშირად არათანმიმდევრული) პოლიტიკა.


პროექტები » ყველას ნახვა