
ფრანგულენოვანი ლიტერატურები მრავალფეროვნების გამოხატვის სამსახურში
კონფერენცია - ფრანგულენოვანი ლიტერატურები მრავალფეროვნების გამოხატვის სამსახურში - ეძღვნება CODFREURCOR -ის (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების რეგიონული ფრანკოფონური სადოქტორო კოლეჯი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) დაარსების 10 წლისთავს (https://codfreurcor.iliauni.edu.ge) ილიაუნისა და პოლ ვალერის უნივერსიეტ მონპელიე 3-ს შორის თანამშრომლობის 22-ე წლისთავს და ფრანგულენოვანი ლიტერატურების ანთოლოგიის გამოცემას, რომელიც დაიგეგმა 2020 წელს ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ (https://delegationrfengeorgie.iliauni.edu.ge). ათწლიანი არსებობის მანძილზე, სადოქტორო კოლეჯის წევრი უნივერსიტეტების დოქტორანტები, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროს მკვლევრები და პროფესორები, თავიანთი კვლევის შედეგებს წარმოადგენენ ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. 2013 წლიდან უკვე ჩატარებულია 9 კონფერენცია. კონფერენციის მასალები იბეჭდება ყოველწლიურ (ძირითადად ფრანგულენოვან) ჟურნალში EISH, რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბეჭდური და ელექტრონული ფორმით (http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/issue/view/29). ის ფაქტი, რომ წელს უკვე მეხუთედ უნდა გაფორმდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლ ვალერის უნივერსიტეტ - მონპელიე 3-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, მეტყველებს ნაყოფიერ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც სასწავლო, ისე კვლევით სფეროში. რაც შეეხება თანამედროვე ფრანგულენოვან (ფრანკოფონულ) ლიტერატურებს, ის შედევრები, რომლებიც იქმნება, ძირითადად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, არაფრანგული წარმოშობის ფრანგულენივანი მწერლების მიერ, უაღრესად ამდიდრებენ მსოფლიო ლიტერატურას და წარმოადგენენ ურიცხვი კვლევის საგანს. ფრანგულენოვანი ლიტერატურების ანთოლოგია არის 14 ფრანკოფონური ქვეყნის (შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, რუმინეთი, ვიეტნამი, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, კამერუნი, კონგო, გვინეა, ლიბანი, გაბონი) უნივერსიტეტების ლიტერატურის სპეციალისტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აღნიშნული ანთოლოგიის შედგენაში და რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე დაგეგმილ კონფერენციაში. ანთოლოგიის გამოცემა 2022 წლის ოქტომბერში და აღნიშნული კონფერენციის ჩატარება კიდევ უფრო გააფართოებს ქართული უნივერსიტეტების კავშირებს მსოფლიო მაშტაბით ჰუმანიტარული კვლევებით დაინტერესებულ უნივერსიტეტებთან და ხელს შეუწყობს მომავალში ერთობლივი კვლევების განხორციელებას ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით.
პროექტები » ყველას ნახვა