ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

კვლევითი ცენტრი ”რომანული ურთიერთგაგება, ინტერკულტურული დიალოგი”

საყოველთაოდ ცნობილია, რომ გლობალიზაციის პროცესმა, საზღვრების გახსნამ და მოსახლეობის სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მობილობის გაადვილებამ მთელ მსოფლიოში შექმნა სრულიად ახალი ლინგვისტური კონტექსტი. ამ სიტუაციამ განაპირობა სხვადასხვა დარგის და, მათ შორის, ენათმეცნიერების, დიდაქტიკოსების, ლიტერატურის, ზოგადად, კულტურის სპეციალისტების მიერ ახლებურად გააზრება იმისა, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ ენები და კულტურები, როგორი მეთოდოლოგიით ვაწარმოოთ სამეცნიერო კვლევები.

სამცნიერო-კვლევითი საქმიანობა ითვალისწინებს შეპირისპირებით კვლევებს როგორც ენების, ასევე კულტურისა და ლიტერატურის სფეროში ძირითადად ტექსტების და დისკურსების დონეზე. ცენტრის საქმიანობას მიმართულებას აძლევს   ის კვლევები, რომლებსაც რომანისტიკის მიმართულების პროფესორები, ენის მასწავლებლები და დოქტორანტები ატარებენ. შესაბამისად, ცენტრი ორიენტირებულია რომანულ სფეროზე და მოიცავს კვლევის როგორც ლინგვისტურ, ისე სოციოკულტურულ და ლიტერატურულ ასპექტებს. ცენტრის ეს მეორე მიზანი აერთიანებს როგორც უნივერსიტეტის, ასევე, რომანულ ფილოლოგიაში საქართველოს მასშტაბით სპეციალისტებს, რომლებიც აწარმოებენ კვლევას იმ ინტერტექსტუალური დიალოგის დასადგენად, რომელიც არსებობს რომანულ ენებს, ლიტერატურებსა და კულტურებს შორის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მზაღო დოხტურიშვილი - პროფესორი, ცენტრის ხელმძღვანელი

ქ. ჩოლოყაშვილის 3/5;  E 218 

ტელ. 599 21 85 17

ელფოსტა: mzagho_dokturishvili@iliauni.edu.gemzarodok@yahoo.fr 


ინსტიტუტები » ყველას ნახვა