ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2023-01-02 - 2025-01-01

საქართველოში გარეულ ფრინველებში მოცირკულირე პარამიქსოვირუსების (APMV's) ეკოლოგიის და ევოლუციის კვლევა

განმახორციელებელი:: ეკოლოგიის ინსტიტუტი

ფრინველთა პარამიქსოვირუსები (APMVs) აინფიცირებენ გარეულ და შინაურ ფრინველებს და იწვევენ მათ მასობრივ სიკვდილს. დაავადებებს აქვთ განსხვავებული კლინიკური სურათი, შეიძლება იყოს ასიმპომური, საშუალო სიმძიმის და ძალიან მძიმედ მიმდინარე.  ზოგიერთი შტამი იწვევს რესპირატორული ტრაქტის პათოლოგიებს, ჰემორაგიულ გართულებებს და ნევროლოგიურ დაავადებებს. ვირულენტობა დამოკიდებულია მასპინძელ სახეობებზე.
გარეული ფრინველების როლი პარამიქსოვირუსების ეპიზოონოზურ გავრცელებაში არ არის კარგად შესწავლილი.
პარამიქსოვირუსების ვირულენტული შტამი AOAV-1, ფრინველებში  გავრცელებას ხელს უწყობს ფრინველების ახლო კონტაქტი, საერთო საკვების და სამყოფის არსებობა. შინაური ფრინველებში ნიუკასლის დაავადების კვლევის შედეგად გამოიყო AOAV-1 ველოგენური, მეზოგენური და ლენტოგენური შტამები. კვლევებმა აჩვენა, რომ  გარეულ ფრინველებს შეუძლიათ ეს დაავადება გაავრცელონ შინაურ ფრინველებში.

საქართველოში, AOAV-1 გავრცელების შემთხვევები არ არის აღწერილი. ძალზედ მწირია ინფორმაცია კავკასიიდან და მცირე აზიიდანაც. არადა ამ ვირუსით გამოწვეული ინფექციების მართვის ეფექტური ღონისზიებების განსახორციელებლად აუცილებელია მისი დროული აღმოჩენა და დიაგნოსტირება.
საქართველოზე გადის გარეული ფრინველების სამი (ცენტრალური აზიის, აღმოსაველთ აფრიკა დასავლეთ აზიის და ხმელთაშია-შავი ზღვის) სამიგრაციო დერეფანი. სეზონური მიგრაციების დროს, ასეულობით ათასი ფრინველი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე და ჩერდება მოსასვენებლად და საკვებად, შესაბამისად საქართველო პარამიქსოვირუსების გავრცელების მაღალი რისკის ქვეშაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გარეული ფრინველების ტრაქეალური და კლოაკალური სინჯების შეგროვება. სინჯები შეგროვდება სამი საკვლევი ტერიტორიიდან: შავი ზღვის სანაპირო-კოლხეთის დაბლობი, ჯავახეთის ტბები და ჯანდარის ტბის მიდემარე ტერიტორია. სულ გარეული ფრინველებიდან შეგროვდება 3000 სინჯი.
უკუტრანკრიპციის ჯაჭვური პოლიმერაზას რეაქციით გამოიყოფა პარამოქსოვირუსების პოზიტიური სინჯები და სექვენირების მეთოდით დადგინდება მათი ტაქსონომია. ასევე, კვლევის დროს, შესწავლილი იქნება მასპინძელი სახეობები, ვირუსის გავრცელების გეოგრაფიული ადგილები და ვირულენტული და არავირულენტული შტამები.
იმისთვის რომ თავიდან იქნას აცილებული AOAV-1 გავრცელება შინაურ ფრინველებში, დაავადების მართვის ეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად და განსახორციელებლად, აუცილებელია ვირუსის ევოლუციის და ეკოლოგიის საფუძვლიანი და რეგულარული მონიტორინგი. ინფორმაციის გავრცელება  საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში, საქართველოში მოცირკულირე პარამიქსოვირუსების შესახებ, ხელს შეუწყობს ეფექტური ვაქცინების შექმნას. ხოლო ცნობები დაავადების გადამტან გარეულ ფრინველეთა შესახებ, ნათელს მოჰფენს ინფექციის შესაძლო გავრცელების გზებს. გარეული ფრინველებიდან შინაურ ფრინველებში.
  AOAV-1 რეგულარული მონიტორინგი, ბიოლოგიის შესწავლა, დიაგნოსტირების მეთოდების დახვეწა გაზრდის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის შესაძლებლობებს.


პროექტები » ყველას ნახვა