ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

პროექტები

    არქივი
2021-02-28 - 2022-02-28

ქართული და შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებისა და დახმარების ძიების კულტურათშორისი კვლევა

განმახორციელებელი:: ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

უნივერსიტეტის წლები ასოცირდება  სხვადასხვა ტიპის სტრესთან, ამიტომ ფსიქიკური აშლილობები გავრცელებულია სტუდენტებში. ბოლო პერიოდში, COVID-19-თან დაკავშირებულმა სტრესორებმა დამატებით გაართულა მდომარეობა, რაც, ბევრ ქვეყანაში,  უარყოფითად აისახება ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. მთელ მსოფლიოში, სტუდენტებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება წარმოადგენს მთავარ გამოწვევას უნივერსიტეტებისთვის. თუმცა, სტრესორების ეფექტი ფსიქიკურ ჯანმრთელობზე შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვადასხვა საკვლევი ქვეყნის მიხედვით. 

უნივერსიტეტთან დაკავშირებული სტრესორები და Covid-19-თან დაკავშირებული სტრესორები საქართველოში უფრო მეტად იყო გავრცელებული, ვიდრე შვეიცარიაში. ქართველ სტუდენტებს აღენიშნებოდათ ადაპტაციის აშლილობის სიმპტომები, მაგრამ ნაკლები დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომები. მაშინ, როცა შვეიცარიელმა სტუდენტებმა გამოავლინეს მიდრეკილება დამცავი ფაქტორებისადმი (ფორმალური და არაფორმალური დახმარების ძიება, თანმიმდევრულობა), ქართველი სტუდენტები განიცდიდნენ უფრო მეტ რისკ-ფაქტორებს (ფატალიზმი). ფატალიზმი და თავიდან აცილების დაძლევა უარყოფითად იყო დაკავშირებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან ორივე შემთხვევაში. არაფორმალური დახმარების ძებნა უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ვიდრე ფორმალური დახმარების ძებნა ორივე შემთხვევაში.

 


პროექტები » ყველას ნახვა