
ებრაელთა თვალით დანახული საქართველო: ისრაელში გამოცემული ქართული ბეჭდური პროდუქციის არქივაცია და ლიტერატურულ-ენობრივი ანალიზი
თითქმის შეუძლებელია დაასახელო ქვეყანა საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც იმ რაოდენობის ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქცია გამოიცემა, როგორც ისრაელში. საქართველოში ებრაელები 26 საუკუნის განმავლობაში მოსახლეობდნენ და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში - რეპატრიაცია. ამიტომ უკვე დაახლოებით 50 წელია ისრაელში ებრაელები ქმნიან გარკვეული სახის პერიოდულ, ლიტერატურულ, პუბლიცისტურ თუ სამეცნიერო-პოპულარული სახის პროდუქციას, რომელიც ქართული პუბლიცისტიკისა თუ მხატვრული ლიტერატურის განუყოფელელი ნაწილია და რომლის დიდი ნაწილი ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი და რიგ შემთხვევაში მიუწვდომელია. მათი ეს ნაშრომები ერთ მიზანს ემსახურება - პოპულარიზაცია გაუწიონ და სოცოცხლე შეუნარჩუნონ ქართულ კულტურასა და თვითმყოფადობას თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.
პროექტები » ყველას ნახვა