ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ონლაინ პლატფორმა

ინსტიტუტები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შედგება ხუთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და სასწავლო ნაწილისაგან:

  • სეისმური მონიტორინგის ცენტრი;
  • გეოლოგიის დეპარტამენტი;
  • გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი;
  • გეოგრაფიის დეპარტამენტი;
  • სპელეოლოგიის სასწავლო ცენტრი.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი ერთადერთი ეროვნული დაწესებულებაა, რომელიც სეისმური აქტივობისა და მიწისძვრათა შესახებ აგროვებს მონაცემებს. ცენტრის შემადგენლობაშია 20 რეგიონული ციფრული სეისმური სადგური და ორი ადგილობრივი – ცენტრალური კავკასიისა და ჯავახეთის ზეგნის – ქსელი. სეისმური მონიტორინგის ცენტრი ონლაინ-რეჟიმში იღებს მონაცემებს სეისმური სადგურებიდან და აფასებს სეისმური აქტივობის საშიშროებებს.

გეოლოგიის დეპარტამენტი სწავლობს კავკასიის რეგიონის გეოლოგიურ პრობლემებს. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: რეგიონის აქტიური ტექტონიკა და აქტიური ვულკანიზმი კავკასიის რეგიონში.

გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტი სწავლობს გეოფიზიკურ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, საინჟინრო და არქეოლოგიურ სამუშაოებში.

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დებულება

პუბლიკაციები

2017 წელი

2016 წელი

2015 წელი

2014 წელი

  • გოდოლაძე თეა – დირექტორი
  • ოთინაშვილი მაია – დირექტორის მოადგილე/ გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი
  • ზურა ჯავახიშვილი – კონსულტანტი
  • ახალაია გიორგი – გეოდეზიისა და გრავიმეტრიის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  • ოქროსცვარიძე ავთანდილი – გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი
  • სუხიშვილი ლაშა – გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი
  • რეკვავა პაატა – ნაგებობათა სეისმომდგრადობის დეპარტამენტის უფროსი
  • თუმანოვი ნინო – სეისმური და გეოფიზიკური ქსელის სამსახურის უფროსი
  • ძმანაშვილი მანანა – მონაცემთა ბაზების და დამუშავების სამსახურის უფროსი
  • ოქროსცვარიძე ავთანდილ- მკვლევარი
  • მაჭარაშვილი თეიმურაზი – ასისტენტ-მკვლევარი
  • ტატუნაშვილი გიორგი- ასისტენტ-მკვლევარი
  • თავაძე ზურაბ-ასისტენტ-მკვლევარი
  • წიკლაური დავით- ასისტენტ-მკვლევარი
  • გვენცაძე გივი- ასისტენტ-მკვლევარი
  • გოგოლაძე სალომე- ასისტენტ-მკვლევარი
  • გაბრიელაშვილი რაბი- ასისტენტ-მკვლევარი
  • ქვლივიძე ხათუნა-ასისტენტ-მკვლევარი 
  • მერებაშვილი გიორგი- ასისტენტ-მკვლევარი

საკონტაქტო ინფორმაცია

შ. ნუცუბიძის ქ. 77, 0177,
თბილისი, საქართველო
(+995 32) 231 76 24
earthscience@iliauni.edu.ge
www.ies.iliauni.edu.ge


ინსტიტუტები » ყველას ნახვა